ტექნოლოგია გადათხრის გარეშე

კომუნიკაციების რთული და განვითარებული სისტემა – ეს არის თანამედროვე ქალაქის განუყოფელი ნაწილი. სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მილსადენების ასეული კილომეტრი, სატელეფონო და სატელვიზიო კაბელები წარმოქმნიან ფართო ინფრასტრუქტურას, რომელიც სწრაფად იზრდება. შემჭიდროვებული ქალაქის პირობებში მწყობრიდან გამოსული საკომუნიკაციო ქსელების შეცვლა და ახალი უბნების გაყვანა ტრადიციული (ღია) ხერხით უფრო და უფრო რთულდება, ზოგჯერ კი უბრალოდ შეუძლებელია. ამასობაში, საკომუნიკაციო ქსელების მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულს, და თუ წყალგამტარ მილსადენებზე მომხდარი ავარიები იწვევს ქალაქის ტერიტორიების დატბორვას, შენობების და ნაგებობების დაწევას, დაძველებული სამრეწველო მილსადენები წარმოადგენენ გლობალური კატასტროფის საფრთხეს. გრუნტის წყლები და მიწა გაწმენდას არ ექვემდებარება.

სამეცნიერო-საწარმოო ფირმის “კომბესტი” საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიური სქემების შემუშავება და სრულყოფა, მილსადენების უტრანშეო შეცვლისა და გაყვანისთვის მოწყობილობების კომპლექტების შექმნა და სერიული წარმოება. ტექნოლოგიები და მოწყობილობების კომპლექტები დაცულია რფ და უცხო ქვეყნების პატენტებით. შრომა “საკანალიზაციო ქსელების შეცვლა ქალაქის პირობებში მიწის სამუშაოების გარეშე” აღინიშნა რუსეთის მთავრობის პრემიით 2000წ.

ფირმა “კომბესტი”-ს მიერ შეთავაზებული ტექნოლოგიები და მოწყობილობები

გარდა ამისა, კომპანია “კომბესტი” საკუთარი ძალებით ასრულებს სხვადასხვა დანიშნულების საინჟინრო კომუნიკაციების რეკონსტრუქციისა და გაყვანის, ჩასაჭედი ხიმინჯების ფორმირებისა და ხიმინჯ-ბრჯენების ჩადების კომპლექსურ სამუშაოებს. სსკ “კომბესტი”-ს სპეციალისტები ასრულებენ სამუშაოებს მილსადენების ავარიულ უბნებზე უმოკლეს ვადებში მაღალი ხარისხითა და შემდგომი გარანტიით.