უტრანშეო მეთოდი

ქუჩის და შიდაკვარტალური წყალსადენის ქსელების, დიამეტრით 100-დან 400 მმ-მდე, საერთო სიგრძე რუსეთის ფედერაციაში შეადგენს 1550 ათას. კმ. გაცვეთილია და საჭიროებს გამოცვლას – 464.5 ათასი კმ. ყოველწლიურად ეს ციფრი იზრდება 31 ათას კმ-ით, მაშინ როცა იცვლებოდა მხოლოდ 9-10 ათასი კმ. პრობლემა მდგომარეობს დიდ მატერიალურ დანაკარგებში მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების ავარიული მდგომარეობის შედეგად, რაც იწვევს გრუნტის წყლების დონის ზრდას და ქალაქის ტერიტორიების დატბორვას, რაც თავის მხრივ იწვევს შენობების, ნაგებობების და გზის საფარის დაწევას, წყლის ბალანსის არსებით დარღვევას და გრუნტის მასივების დაბინძურებას ყოფითი და საწარმოო სადენებით. რიგ ქალაქებში გადინება წყალსადენ სისტემებში აღწევს 50%. ფ.ფ. ერისმანის სახ. ჰიგიენის ინსტიტუტის მონაცემებით მილსადენების ყოველდღიური დარღვევა ფრიად ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. წყალსადენი ქსელების შეცვლის ტრადიციული სატრანშეო ტექნოლოგია რთულია, მოუხერხებელია და ვერ გამოიყენება მსხვილი ქალაქების ცენტრალურ რაიონებში. პრობლემის გადაწყვეტა გვეჩვენება თანამედროვე უტრანშეო ტექნოლოგიების გამოყენების კარდინალურ გაფართოებაში. ეს მისცემდა საშუალებას უახლოეს წლებში მნიშვნელოვან წილად, პერსპექტივაში კი მთლიანად, ამოღებულ იქნას პრაქტიკიდან საკმაოდ შრომატევადი და ძვირადღირებული მიწის სამუშაოები, მაგისტრალური გზების, ქუჩების და გასასვლელების ჩაკეტვა.

ტექნოლოგიის უპირატესობები

კვლევებს ამ მიმართულებით აწარმოებს სამეცნიერო-საწარმოო კომპანია “კომბესტი”, რომელიც დაკავებულია უტრანშეო მეთოდით საინჟინრო კომუნიკაციების შესაცვლელი და გასაყვანი მოწყობილობების კომპლექტების პროექტირებით, დამზადებით და გაყიდვით მომხმარებლებისთვის რუსეთის მრავალ რეგიონში და ახლო საზღვარგარეთში. ეს ტექნოლოგიები ეფუძნება სამთო საქმის ინსტიტუტის – ციმბირში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთ- ერთ წამყვან სამეცნიერო დაწესებულების - ძირითად კვლევებსა და შემუშავებებს. გარდა ამისა, კომპანია “კომბესტი” საკუთარი ძალებით ახორციელებს მილსადენების რეკონსტრუქციასა და გაყვანას.