კომუნიკაციების უტრანშეო შეცვლა

ძველი მილების უტრანშეო შეცვლა ახლებზე ხორციელდება არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეკონსტრუქციის ან კაპრემონტისას ქალაქის განაშენიანების პირობებში და საწარმოების ტერიტორიაზე. შემუშავებული ტექნოლოგია იძლევა ფოლადის, თუჯის და არალითონის მილსადენების, დიამეტრით 100 მმ-დან 350 მმ-მდე, პლასტმასის მილებზე, დიამეტრით 160 მმ-დან 400 მმ-მდე, გადათხრის გარეშე შეცვლის საშუალებას. ტექნოლოგიების არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესასვლელ ჭაში განთავსებულ დამრტყმელ მექანიზმზე მონტაჟდება სპეციალური საქშენი-გამაფართოებელი. მანქანას უერთდება ჰაერის გამტარი შლანგი და ჯალამბარის ტროსი, რომელიც გაივლის მილსადენის შესაცვლელ უბანს. შესაცვლელ მილსადენში მოწყობილობის მოძრაობისას, გამაფართოებელი ამსხვრევს მას, ნატეხებს ტკეპნის გრუნტში და წარმოქმნილ ხვრელში შეყავს ახალი მილსადენი, რომელსაც ზრდიან სექციებით შესასვლელ ჭაში.

გამოსაყენებელი მოწყობილობა:

ავარიული მილსადენების უტრანშეო შეცვლის სქემა:

პნევმატური დამრტყმელი მანქანის მოქმედების პრინციპი:

წყალმომარაგების ქსელების უტრანშეო შეცვლა

წყალსადენი ქსელების გაყვანისას პოლიეთილენის მილების სექციების შედუღება ხდება ზედაპირზე შეკვრად. ადრე წარმოქმნილი დახრილი სამონტაჟე ხვრელით სექციები ხვდება ორმოში და შემდეგ გაფართოებულ ჭაბურღილში. სამონტაჟე ხვრელში გასავლელად საჭიროა სპეციალური სასტარტო დანადგარი.

ტექნოლოგია და მოწყობილობის კომპლექტი განკუთვნილია საკანალიზაციო და წყალსადენი ქსელების ახალი უბნების უტრანშეო გაყვანისთვის. თავიდან მომავალი ჭების ადგილებში განთავსებულ ორმოებს შორის გაივლიან ლიდერ ხვრელებს. ჭაბურღილში შეყავთ ტროსი, რომელიც ერთ მხარეს მიერთებულია ჯალამბართან (დაყენებული გასასვლელ ჭაზე), ხოლო მეორე მხარეს - პნევმოუროსთან. პნევმოუროს წინა ნაწილზე განთავსებულია გამაფართოებელი მასთან ახალი პლასტმასის მილსადენის მისამაგრებელი მოწყობილობით. შეკუმშული ჰაერის ჯერ ჯალამბარისთვის, შემდეგ კი პნევმოუროსთვის მიწოდებისას, მუშა ორგანო იწყებს დაწოლის ძალის გადაცემას გრუნტის მასივზე და მის ტკეპნას, რითაც აფართოებს ლიდერ ხვრელს. საკანალიზაციო მილების გაყვანისას ახლად წარმოქმნილ ხვრელში შეყავთ პლასტმასის მილსადენი. მილსადენის ცალკეული სექციები ხრახნიანი შეერთებით გრძელდება შესასვლელ ორმოში.

გამოსაყენებელი მოწყობილობა: