საკანალიზაციო ქსელების შეცვლა

ტექნოლოგია იძლევა საშუალებას უტრანშეო ხერხით უკვე არსებულ ტრასაზე აწარმოოს თუჯის, კერამიკული, ასბესტოცემენტის, ბეტონის და რკინაბეტონის მილსადენების შეცვლა. შემუშავებულია ცხრა ტიპოზომის მოწყობილობის კომპლექტები, 100-დან 600 მმ-მდე დიამეტრი მილსადენების შესაცვლელად. ეს ტექნოლოგია იძლევა ავარიული მილსადენების პოლიეთილენის მილზე შეცვლის საშუალებას 1.5-2-ჯერ დიამეტრის გაზრდით.

მუშაობის პრინციპი:

სამუშაო ჭაში მოთავსებულ პნევმატურ უროზე მონტაჟდება გამაფართოებელი გვერდებით, რომლის უკანა მასტზე მიმაგრებულია ახალი მილსადენების სექციები. მიმღებ ჭაში განთავსებული ანკერის მოწყობილობის საშუალებით ჯალამბარის ტროსი გაივლის მილსადენის შესაცვლელ უბანს და უერთდება დარტყმითი მექანიზმის წინა ნაწილს. პნევმატური უროს მუშაობისას დარტყმა გადაეცემა გამაფართოებელს და მისი საშუალებით ძველ მილს. ხდება ძველი მილის მსხვრევა და გრუნტის გაფართოება გამაფართოებლის გარე დიამეტრამდე. წარმოქმნილ ხვრელში პნევმატური უროს მოძრაობისას გატარდება ახალი მილსადენი, რომელიც გრძელდება სექციებით სამუშაო ჭაში მაშების საშუალებით. მილსადენის ექსპლუატაციის ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება გამოყენებულ იქნას გაჭიმვის მეთოდი. ტექნოლოგია იძლევა მილსადენში ნაკლები დიამეტრის პოლიეთილენის მილის გაყვანის შესაძლებლობას, მისი განადგურების გარეშე.

შესრულებული სამუშაოები

საკანალიზაციო ქსელების შეცვლა კრემლში ქ. მოსკოვში.