ფოლადის მილების ჩაჭედება

ტექნოლოგია გამოიყენება სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციებისთვის ფოლადის ფუტლარების მოსაწყობად. მილების დიამეტრი 1400 მმ-მდე, სიგრძე 80 მ-მდე. კომპლექტის გამოყენება შეიძლება აგრეთვე ლითონის ხიმინჯების საყრდენების ვერტიკალური ჩაშვებისათვის. გრუნტის მასივების შემკვრივება, შპუნტის ღობეების მოწყობა წარმოებს გრუნტში ლითონის მილების ჩაჭედებით. მილების ჩაჭედვა ხორციელდება ვერტიკალურად ან საჭირო დახრით. ფოლადის მილების დიამეტრი 150-600 მმ, ჩაშვების შესაძლო სიღრმე სიგრძე 10 მ-მდე გაწმენდით ან მის გარეშე.

მუშაობის პრინციპი

გრუნტში მილების ჩაჭედვა ხორცილედება როგორც დახურული (გახვრეტა), ისე ღია წინა კონდახით. გახვრეტა შესაძლებელია ყველა სახის შემკვრივების გრუნტში. ჩადების სიზუსტის და ჩაშვების სიჩქარის ასამაღლებლად გრუნტის დახასიათებიდან გამომდინარე გამოიყენება ჩასაჭედი მილების სხვადასხვა ხუფები და სპეციალური ტექნოლოგიური ხერხები.

ღია წინა კონდახით მილების ჩაჭედვის ტექნოლოგია იძლევა გასაყვანი მილების დიამტერის ზრდის საშუალებას გრუნტის პირდაპირი წინააღმდეგობის შემცირების ხარჯზე დახურული კონდახით ჩაჭედვასთან შედარებით. მილების ჩაჭედვა ხდება გადასასვლელის მთელ სიგრძეზე, და შემდეგ იწმინდება გრუნტისაგან თვითმავალი გრუნტამღები მოწყობილობით, ან ჩაიჭედება სექციებად ყოველი სექციის მონაცვლეობით გაწმენდით.

კომპლექტის შემადგენლობა