მთავარი

ტექნოლოგია გადათხრის გარეშე

დაახლოებით 15 ათასი კილომეტრი მოძველებულია და საჭიროებს შეცვლას. ყოველწლიურად ეს რიცხვი 2 ათასი კილომეტრით იზრდება, მაშინ როდესაც იცვლება მხოლოდ 600-700 კილომეტრი. ამან შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგები მიწისქვეშა კომუნიკაციების ავარიული მდგომარეობის გამო. მიწისქვეშა წყლების დონის მატება და ურბანული ტერიტორიების დატბორვა იწვევს შენობებისა და გზის საფარის ჩაქცევას, რაც არღვევს წყლის ბალანსს და იწვევს ნიადაგის დაბინძურებას საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებით. ზოგ ქალაქში წყალგამტარ სისტემებში დანაკარგები 40-45%-ს აღწევს. ამგვარი გაჟონვები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, რაც დადასტურებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კვლევებით. ტრადიციული ტრანშეული ტექნოლოგია წყალგამტარი ქსელების შეცვლისთვის რთული და ნაკლებად ეფექტურია დიდი ქალაქების ცენტრალურ უბნებში. პრობლემის გადაჭრა მდგომარეობს თანამედროვე გადათხრის გარეშე ტექნოლოგიების ფართო გამოყენებაში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მნიშვნელოვნად შევამციროთ შრომატევადი და ძვირადღირებული მიწის სამუშაოები, შევამციროთ რემონტის ხარჯები და თავიდან ავიცილოთ მთავარი მაგისტრალების გადაკეტვა ქალაქში.  

მთავარი

ფირმა “კომბესტი”-ს მიერ შეთავაზებული ტექნოლოგიები და მოწყობილობები

  • თუჯის, კერამიკული, ასბესტცემენტის, ბეტონის და რკინაბეტონის (საკანალიზაციო) მილსადენების პოლიეთილენის მილსადენებზე (დიამეტრი 630 მმ-მდე) უტრანშეო შეცვლის კომპლექტები;
  • ფოლადის და თუჯის (საკანალიზაციო) მილსადენების პოლიეთილენის მილსადენებით (დიამეტრი 530 მმ-მდე) უტრანშეო შეცვლის კომპლექტები;
  • წყლის გამტარი პოლიეთილენის მილსადენების (დიამტერი 400 მმ-მდე) უტრანშეო გაყვანის კომპლექტები;
  • ფოლადის მილსადენების (დიამეტრი 1400მმ-მდე) გაყვანის (ჩაჭედვის) კომპლექტები;
  • ფოლადის მილების (დიამეტრი 600 მმ-მდე) ხიმინჯების- ბრჯენების ჩაშვების კომპლექტები;
  • კომპლექტები ჩასაჭედი ხიმინჯების ფორმირებისათვის (დიამეტრი 300 მმ-მდე);

გარდა ამისა, კომპანია “კომბესტი” საკუთარი ძალებით ასრულებს სხვადასხვა დანიშნულების საინჟინრო კომუნიკაციების რეკონსტრუქციისა და გაყვანის, ჩასაჭედი ხიმინჯების ფორმირებისა და ხიმინჯ-ბრჯენების ჩადების კომპლექსურ სამუშაოებს. სსკ “კომბესტი”-ს სპეციალისტები ასრულებენ სამუშაოებს მილსადენების ავარიულ უბნებზე უმოკლეს ვადებში მაღალი ხარისხითა და შემდგომი გარანტიით.




EN
GEO
RU

  საიტი იყენებს cookie ფაილებს. საიტის დათვალიერების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით მის გამოყენების პირობებს