პატენტები

ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებზე მიღებულია 57 პატენტი, მათ შორის 7 - უცხოური, გაყიდულია 24 ლიცენზია. კომპლექტები დაჯილდოებულია რსც (ВВЦ), კუზბასის ბაზრობის, რუსეთის ფინანსური კორპორაციისა და მენეჯმენტისა და ბაზრის აკადემიის დიპლომებით, მოსკოვის კრემლის რეკონსტრუქციის მონაწილის სამახსოვრო მედლით (1996წ.), ციმბირის ბაზრობის მცირე ოქროს მედლით (1999). შრომა “საკანალიზაციო ქსელების შეცვლა ქალაქის პირობებში მიწის სამუშაოების გარეშე” აღინიშნა რუსეთის მთავრობის პრემიით 2000წ.

1992 წ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების სამთო საქმის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ იქნა სამეცნიერო- საწარმოო კომპანია “კომბესტი”. კომპანიის ინტელექტუალური პოტენციალი არიან – მეცნიერების დოქტორები და კანდიდატები, რფ მთავრობის პრემიის ლაურეატები მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში, რუსეთის დამსახურებული გამომგონებლები. ახალი ორგანიზებული კომპანიის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა სახელმწიფო ინოვაციური პროგრამის “უტრანშეო მეთოდით მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების სარეკონსტრუქციო ტექნოლოგიების და მოწყობილობების კომპლექტების ახალი თაობა” რეალიზაცია.

1992-96 წწ. სახელმწიფო ინოვაციური პროგრამის “უტრანშეო მეთოდით მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების სარეკონსტრუქციო ტექნოლოგიების და მოწყობილობების კომპლექტების ახალი თაობა” ფარგლებში სამთო საქმის ინსტიტუტის СО РАН და სსკ “კომბესტი”-ს მიერ შემუშავდა ტექნოლოგია და მოწყობილობები საკანალიზაციო მილსადენების, დიამეტრით 100-დან 600 მმ-მდე უტრანშეო შეცვლისათვის. ტექნოლოგიამ და მოწყობილობებმა გაიარეს ფართო საცდელი-სამრეწველო შემოწმება ქ. მოსკოვის, ნოვოსიბირსკის და ომსკის ქალაქწყალკანალის მოქმედ ობიექტებზე. ციმბირის სახელმწიფო უნიტარული საპროექტო ინსტიტუტის “ციმბგიპროკომუნწყალკანალი”-ს მიერ შემუშავდა და გადაეცა რფ ქალაქწყალკანალებს ტექნოლოგიური რუქები უტრანშეო ტექნოლოგიაზე. 1996 წლიდან ორგანიზებულია საკანალიზაციო მილსადენების შესაცვლელი კომპლექტების სერიული წარმოება ნოვოსიბირსკის მანქანათმშენებელ ქარხანაში ღსს “სიბლიგმაშ”.

იმდენად, რამდენადაც ტექნოლოგიური მოთხოვნები წყალსადენის ქსელების გადაწყობისას არსებითად განსხვავდება ანალოგიური სამუშაოებისგან საკანალიზაციო მილსადენებზე (უბნის სიგრძე, წნევა, სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ა.შ.) ქ. ნოვოსიბირსკის წყალკანალის მიერ შემუშავებული იყო ფოლადის მილსადენების პოლიეთილენის მილებზე შესაცვლელი კომპლექტის ტექნოლოგიური მოთხოვნები, რომელთა საფუძველზე ჩატარდა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, ფართო სამრეწველო შემოწმება და წარმოების ტექნოლოგიური მომზადება.

ძველი მილსადენების უტრანშეო შეცვლის მოწყობილობის გარდა შეიქმნა და წარმატებით გამოიყენება ექსპლუატაციაში, დაწყებული 1992 წლიდან, კომუნიკაციების უტრანშეო ჩაწყობის და ფოლადის გარსაცმის, დიამეტრით 100-დან 1400 მმ-მდე, ჩასაჭედი მოწყობილობების კომპლექტები.

უკანასკნელი 15 წლის მანძილზე გამოშვებულ იქნა და გადაეცა ექსპლუატაციაში ქალაქწყალკანალის სარემონტო-სამშენებლო ორგანიზაციებს მოწყობილობების 350–ზე მეტი კომპლექტი უტრანშეო შეცვლისათვის და კომუნიკაციების გაყვანისათვის. ყოველდღიურად რუსეთის ფედერაციაში კომპლექტებით იდება 100 კმ-ზე მეტი ავარიული მილსადენი.